En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / 90-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასელები სტუმრად რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში

10 თებერვალს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ესტუმრნენ თბილისის 90-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები, სკოლის მასწავლებლებთან ერთად.

სტუმრებმა მოინახულეს ქარხნის ფოლადსადნობი საამქრო, სადაც დაესწრნენ ფოლადის დნობის და კვადრატული ნამზადის წარმოების პროცესს. აგრეთვე, ესტუმრნენ სორტულ საამქროს

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ზრუნავს მძიმე მრეწველობის, როგორც დარგის განვითარებაზე  ახალგაზრდა თაობაში და მიესალმება მსგავს აქტივობებს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის განვითარებას საქართველოში.