En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / მეტალურგიულმა ქარხანამ პირველი ფოლადის ჩამოსხმის დღე აღნიშნა

 

27 აპრილს, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ საზეიმოდ აღნიშნა ქართული მეტალურგიის დღე. ზუსტად 65 წლის წინ, 1950 წლის 27 აპრილს, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პირველი ფოლადის 150 ტ.  ნადნობი ჩამოისხა მარტენის საამქროში. აღნიშნული თარიღი ქარხნის ხელმძღვანელმა პირებმა ქარხნის თანამშრომლებთან ერთად აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით რუსთავის ფოლადის დირექტორმა წარმატებული საქმიანობისთვის მადლობის სიგელითა და ფულადი ჯილდოთი საწარმოს 20 თანამშრომელი დააჯილდოვა და მათ ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბილეო ღონისძიებაზე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის უხუცესმა თანამშრომლებმა საწარმოს ისტორია გაიხსენეს და სამომავლო გეგმებზე ხელმძღვანელობასთან ერთად ისაუბრეს.