En   Ge
2021 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავის მეტალურგიული ქარხანა Metal Expert MENA Steel Trade Conference 2013- ზე


რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ მონაწილეობა მიიღო Metal Expert MENA Steel Trade Conference 2013 კონფერენციაში, რომელიც გაიმართა 27-28 ნოემბერს დუბაიში.

კონფერენციაზე კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ფოლადის ბაზარზე მოქმედი წამყვანი კომპანიები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. 100-მდე დელეგატი  20 სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდა კონფერენციას. მონაწილეებს შორის იყვნენ წარმომადგენლები ისეთი წამყვანი კომპანიებიდან როგორიცაა: Emirates Steel, Guff Steel Industries; Interpipe Middle East; Al Jazeera Steel Products  და მრავალი სხვა. შპს „რუსთავის ფოლადი“ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მისი დირექტორის ფარუქ სიდიკის, კომერციული დირექტორის ირაკლი აბაზაძის და გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის სალომე სარსევანიძის სახით.

ფარუქ სიდიკი - შპს „რუსთავის ფოლადის“ დირექტორი: „კონფერენციაში მონაწილეობამ საშუალება მოგვცა მიგვეღო  დეტალური და სასარგებლო ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ფოლადის ბაზრებზე არსებული სავაჭრო პერსპექტივების განვითარების მიმართულებით. განვიხილეთ  ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი, მათ შორის ფოლადის ინდუსტრიის პერსპექტივები ახლო აღმოსავლეთში, მოსალოდნელი ფასების პროგნოზი, ფოლადის მოხმარების ტექნდენციები სამშენებლო სექტორში და ა.შ. გარდა ამისა, კონფერენციამ საშუალება მოგვცა შევხვედროდით პარტნიორებს და პოტენციურ კლიენტებს, წარგვედგინა საკუთარი ქარხანა და პროდუქცია მათთვის, და დაგვემყარებინა ახალი ბიზნეს ურთიერთობები“.