En   Ge
2023 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / შპს “რუსთავის ფოლადი” ეხმაურება ჯოზეფ ქეის ცრუ განცხადებებს

შპს “რუსთავის ფოლადი” ეხმაურება ჯოზეფ ქეის მიერ 11 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქმულ ცრუ განცხადებებს.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა შეიძინა ბადრი პატარაკაციშვილმა 2005 წელს 36 მილიონ აშშ დოლარად, საიდანაც 26 მილიონი აშშ დოლარი გახლავთTekhNeftInvest–ის გაყიდვის, ხოლო  10 მილიონი აშშ დოლარი Sibneft–ის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა. ფონდების წარმომავლობა, შესაბამისი დოკუმენტბრუნვა და ორგანიზაციები რომელთა მეშვეობითაც განხორციელდა დოკუმენტების გადაცემა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შეძენის მიზნით, წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაძლებელია მიეწოდოს დაინტერესებულ საზოგადოებას.

ყოველივე ეს სათანადოდ იყო დოკუმენტირებული ჯოზეფ ქეის წინააღმდეგ სასამართლოში, სადაც ჯოზეფ ქეიმ ვერ მოახერხა საკუთარი უსაფუძვლო მოთხოვნებისთვის მტკიცებულებების წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ მან გადაიხადა თანხა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შესაძენად. ჯოზეფ ქეიმ, 2008 წელს, არაკანონიერად მოიპოვა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე კონტროლი ბადრის გარდაცვალების შემდეგ, და 2010 წელს Gibraltar-ის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი რომ ჯოზეფ ქეის არ გააჩნია საკუთრების უფლება  ქარხანაში, ამასთან დასავლეთ ევროპის სასამართლოებმა არაერთხელ შეაფასეს ჯოზეფ ქეი როგორც მატყუარა და არასანდო მოწმე. პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა ქარხანაზე საკუთრების უფლება 2011 წელს. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კანონიერი მემკვიდრეები, ვის ინტერესებსაც მე წარმოვადგენ, მოუწოდებენსაქართველოს მთავრობასჩატარდეს გამოძიება 2008–2011 წლებში ჯოზეფ ქეის საქმიანობასთან დაკავშირებით.

ტომას ბლეიქი

დირექტორი

შპს “რუსთავის ფოლადი”