En   Ge   Ru
2014 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავის მეტალურგიული ქარხანა 26 მაისის სამრეწველო აღლუმზე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, ქართული მრეწველობის აღლუმი-დამზადებულია საქართველოში გაიმართა.

გრანდიოზულ გამოფენაზე რომლის ძირითადი მიზანი საქართველოში წარმოებული მრავალფეროვანი პროდუქციის პოპულარიზაცია გახლდათ, 250-ზე მეტი ქართული საწარმო მონაწილეობდა და წარმოაჩენდა საკუთარ ნაწარმს.

ქართული მრეწველობის აღლუმზე მონაწილე საწარმოებს შორის საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამაც.

-ფარუქ სიდიკი - შპს „რუსთავის ფოლადის“ დირექტორი: „2012 წლის იანვრიდან რუსთავის მეტალურგიული ქარხანა  იმყოფება შპს "რუსთავის ფოლადის" მმართველობასა და მფლობელობაში.  ჩვენი მიზანია ახალი სიცოცხლე შევძინოთ ქალაქ რუსთავში ფოლადის წარმოების საამაყო და ხანგრძლივ ტრადიციას, რომელიც სათავეს 1948 წლიდან იღებს. რუსთავის მეტალურგიული ქარნის ახალმა მენეჯმენტმა მასშტაბური რეკონსტრუქციისა და განვითარების კურსი აიღო, რათა შეიქმნას თანამედროვე ქარხანა, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს ჩვენი ერთგული მომხმარებლებისათვის, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. 

დღეს გამოფენაზე წარმოვადგინეთ ჩვენს ქარხანაში წარმოებული მრავალი სახეობის პროდუქცია და ასევე რუსთაველის გამზირზე მოსულ დამთვალიერებლებს და სტუმრებს უფრო დეტალურად გავაცანით ქარხნის საწარმოო პროცესი, ხარისხის მართვის პრინციპები, განვითარების გეგმები.

ჩვენ ყოველთვის მივესალმებით მსგავს ინიციატივას და ისეთ პროექტებში მონაწილეობას რომლებიც მიზანად ისახავს ეროვნული წარმოების განვითარებას და გაძლიერებას. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით რადგან პოპულარიზაციას უწევს ქართულ პროდუქციას როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე“.