En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა

 

2013 წლის თებერვალში, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა.

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ბიზნეს პალატა საქართველოში, რომელიც აერთიანებს 150 ორგანიზაციას. ორგანიზაცია 1998 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავება და საქართევლოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაა. ამისათვის სავაჭრო პალატა აქტიურად მუშაობს მთავრობასთან რათა გააუმჯობესოს ბიზნეს რეგულაციები და  ხელს უწყობს ქართველი და უცხოელი ინვესტორების თანამშრომლობას.

ფარუქ სიდილი - შპს რუსთავის ფოლადის დირექტორი: „ამერიკის სავაჭრო პალატაში გაწევრიანება საშუალებას მოგვცემს გავაღმავოთ ჩვენი ურთიერთობები ქართველ და საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორებთან, ინვესტორებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან.  მუდმივად საქმის კურსში ვიქნებით საქართველოს ეკონომიკის და ბიზნესის სექტორში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც დაგვეხმარება უკეტესად დავგეგმოთ ჩვენი ორგანიზაციის ბიზნეს ოპერაციები. ახლა უკვე როგორც ამ ორგანიზაციის წევრი კომპანია, ვგეგმავთ რომ აქტიურად ჩავერთოთ სავაჭორ პალატის მიერ გამართული განხილვებში და საკუთარი წვლილი შევიტანოთ საქართველოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაში“.