En   Ge
2021 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავის მეტალურგიული ქარხანა BakuBuild 2013-ზე

 

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის რიგით მე-19  საერთაშორისო  სამშენებლო გამოფენაზე  BakuBuild 2013, რომელიც გაიმართა 23-26 ოქტომბერს ქალაქ  ბაქოს ექსპო ცენტრში.

BakuBuild არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო ღონისძიება დსთ-სა და ევროპის ქვეყნებში, იგი მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციებს, როგორც წამყვანი სამშენებლო ფორუმი აზერბაიჯანსა და მთელს კასპიის რეგიონში გასული თვრამეთი წლის განმავლობაში.

გამოფენაზე 350 ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ წარმოადგინა   წარმოებული პროდუქცია 30 ზე მეტი ქვეყნიდან , 10,000 ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო  ამ ღონისძიებას , მათ შორის იყვნენ სამშებებლო კომპანიების ხელმძღვანელები, დისტრიბუტორები და სამშენებლო მასალების საცალო მოვაჭრეები, საინჟინრო და მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელები , სატრანსპორტი კომანიების ხელმძღვანელები და სხვა.

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ წარმოადგინა ქარხანაში  წარმოებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი: არმატურა, უნაკერო მილები, კვადრატული ნამზადი, თუჯის სხმულები, მექანიკური დეტალები და ლითონკონსტრუქციები,წიდა, სილიკომანგანუმი, კირქვა და კირი. ქარხნის წარმომადგენლებმა გამოფენის სტუმრებს ასევე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ქარხნის წარმოების პროცესებზე, ხარისხის მართვის სისტემებსა და სამომავლო საინვესტიციო პროექტებზე.

ფარუქ  სიდიკი, შპს რუსთავის ფოლადის დირექტორი: ”Baku build 2013 -ზე მონაწილეობა არის დიდი შესაძლებლობა რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის, რათა განავითაროს საქმიანი ურთიერთობები აზერბაიჯანის სამშენებლო ინდუსტრიაში. ჩვენი ქარხანა მეტალურგიულ ინდუსტრიაში ფუნქციონირებს 1948 წლიდან და აწარმოებს არმატურას, უნაკერო მილებს და სხვადასხვა  პროდუქტებს. დღეს, აზერბაიჯანის სამშენებლო ბაზარი ერთ-ერთი სწრაფად მზარდია რეგიონში და აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობამ საშუალება მოგვცა წარგვედგინა საკუთარი პროდუქცია აზერბაიჯანის სამშენებლოს სექტორის წარმომადგენლების წინაშე, შევხვედროდით პარტნიორებს და პოტენციურ კლიენტებს. გამოფენაზე მონაწილეობა საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო გავამყაროთ ბიზნეს ურთოერთობები აზერბაიჯანსა და ჩვენს ქარხანას შორის.“