En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავის მეტალურგიული ქარხანა Caucasus Build 2015-ზე

 

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ მონაწილეობა მიიღო 20-23 მაისს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში გამართულ მშენებლობისა და ინტერიერის მე-20 საერთაშორისო გამოფენაზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტი კომპანია 21 ქვეყნიდან: საქართველო, ავსტრია, ბელორუსია, ბელგია, კანადა, ჩინეთი, ჩეხეთი, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ინდონეზია, ირანი, იტალია, ლატვია, პოლონეთი, რუსეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

200 წამყვან კომპანიას შორის იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხანაც, რომელმაც დამთვალიერებელს წარუდგინა და დეტალურად გააცნო წარმოებული პროდუქცია. კერძოდ, არმატურა,უნაკერო მილები,კვადრატული ნამზადი,თუჯის სხმულები,ლითონკონსტრუქციები, მექანიკური დეტალები, ფასონური სხმულები, გრანულირებული წიდა, სილიკომანგანუმი, კირი და კირქვა. ქარხნის წარმომადგენლებმა გამოფენის სტუმრებს ასევე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ქარხნის წარმოების პროცესებზე, ხარისხის მართვის სისტემებსა და სამომავლო საინვესტიციო პროექტებზე.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მადლობას უხდის Caucasus Build 2015–ის ორგანიზატორებს თანამშრომლობისთვის და  ყოველთვის მიესალმება მსგავს პროექტებში მონაწილეობას რომლებიც მიზანად ისახავს ეროვნული წარმოების განვითარებას და გაძლიერებას. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით რადგან პოპულარიზაციას უწევს ქართულ პროდუქციას როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.