En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დასაქმების ფორუმზე „კარიერული გამოფენა - Hiring the Future“

 

17 ოქტომბერს,  სასტუმრო  მარიოტში გაიმართა კარიერული გამოფენა "Hiring the Future".  ღონისძიება მოეწყო, ახალგაზრდების დასაქმების სფეროში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტისა (ICC Georgia) და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით.  

კარიერულ გამოფენაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხანაც. აღსანიშნავია, რომ  მიმდინარე  წელს 150 -მდე ახალგაზრდამ უკვე გაიარა პრაქტიკა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში და დაახლოებით ნახევარი მათგანი დასაქმდა სხვადასხვა პოზიციებზე . რუსთავის მეტალურგიული ქარხანა  ყოველთვის მიესალმება მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას და მზად არის ხელი შეუწყოს ახალგაზრდებსა და სტუდენტებს კარიეულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაში. დღეისათვის ქარხანაში დასაქმებულია 2,100 ადამიანი.

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEA).კარიერული გამოფენის  მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებისა და სტუდენტების ხელშეწყობა კარიერულ  წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაში.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მადლობას უხდის ორგანიზატორებს და მზად არის მომავალშიც აქტიური მონაწილეობა მიიღოს მსგავს ფორუმებში .