En   Ge
2023 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავის მეტალურგიული ქარხანა გახდა ევროგაერთიანება - საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრი

 


 2013 წლის ივლისში რუსთავის მეტალურგიული ქარხანა  ევროგაერთიანება-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC)   წევრი გახდა.

 ევროგაერთიანება - საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC)  დაარსდა ევროპული და ქართული კომპანიების ინიციატივით  როგორც არაკომერციული          ასოციაცია. იგი მდებარეობს ბრიუსელში.

 ევროგაერთიანება-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC)   არის  ბიზნესზე ორიენტირებული ორგანიზაცია და მისი ძირითადი მიზნებია:

  • საქართველოსა და ევროგაერთიანებას შორის ინვესტირებისა და ვაჭრობის ხელშეწყობა.
  • საქართველოს პოპულარიზაცია ევროგაერთიანებაში როგორც ინვესტირებისა და ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანა.  
  • წევრების საერთო ბიზნეს ინტერესების ხელშეწყობა და დაცვა.
  • საქართველოსა და ევროგაერთიანებაში კომპანიებს, მთავრობის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის კავშირების დამყარებისთვის ხელის შეწყობა.

ფარუქ სიდიკი - შპს რუსთავის ფოლადის დირექტორი: „ევროგაერთიანება - საქართველოს ბიზნეს საბჭოში (EUGBC)  გაწევრიანება საშუალებას მოგვცემს შპს რუსთავის ფოლადს  გავაღრმაოთ  ჩვენი ურთიერთობები ქართველ და საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორებთან, ინვესტორებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან.  ევროგაერთიანება - საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC)  დაგვეხმარება უკეთ წარვმართოთ  ჩვენი ქარხნის ბიზნეს ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებში რაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის მისი აქტიური საექსპორტო საქმიანობის გამო.

შპს რუსთავის ფოლადს ექნება შესაძლებლობა ჰქონდეს რეგულარული შეხვედრები ევროგაერთიანება - საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრ კომპანიებთან, მთავრობისა და ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის. შესაბამისად ჩვენ  მუდმივად ინფორმირებულნი ვიქნებით საქართველოს ეკონომიკის და ბიზნესის სექტორში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთესად დავგეგმოთ ჩვენი  კომპანიის  ბიზნეს ოპერაციები.“