En   Ge
2021 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მშენებლობის საერთაშორისო გამოფენაზე

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ მონაწილეობა მიიღო 15-18 მაისს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში გამართულ მშენებლობისა და ინტერიერის მე-18 საერთაშორისო გამოფენაზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 150-ზე მეტი კომპანია 14 ქვეყნიდან: ისრაელი, ჩეხეთი, პოლონეთი, ირანი, თურქეთი, რუსეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ლატვია, არაბთა გაერთიანებული საემირო, სომხეთი, იტალია და გერმანია.

150 წამყვან კომპანიას შორის იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხანაც , რომელმაც დამთვალიერებელს წარუდგინა და დეტალურად გააცნო წარმოებული პროდუქცია. კერძოდ, არმატურა, უნაკერო მილები, კვადრატული ნამზადი, თუჯის სხმულები, ლითონკონსტრუქციები, მექანიკური დეტალები, ფასონური სხმულები, გრანულირებული წიდა, სილიკომანგანუმი, კირი და კირქვა.

რუსთავის მეტალუირგიული ქარხანა ყოველთვის მიესალმება მსგავს ინიციატივას და ისეთ პროექტებში მონაწილეობას რომლებიც მიზანად ისახავს ეროვნული წარმოების განვითარებას და გაძლიერებას. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით რადგან პოპულარიზაციას უწევს ქართულ პროდუქციას როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.