18 ოქტომბერს მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმს"-მა საქართველოს ეკონომიკაში წამყვანი ადგილის მქონე მწარმოებელი კომპანიების პირველ ინდუსტრიულ ფორუმი გამართა. ფორუმი გაიმართა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში". პირველ ინდუსტრიულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამაც, სხვა წამყვან მწარმოებელ კომპანიებთან ერთად.
ინდუსტრიული ფორუმის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ხელისუფლების, მედიის, ბიზნესმენების, ინვესტორების ინტერესის კონცენტრირება ქართული წარმოების წინაშე არსებულ პრობლემებზე.
ფორუმის პარტნიორები არიან და მის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ: საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, შემოსავლების სამსახური, საკანონმდებლო ხელისუფლების შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელობა, საპარტნიორო ფონდი, საინვესტიციო სააგენტო, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, GCCI და ბიზნეს კომპანიები.
ფორუმის ფარგლებში, ორგანიზატორებმა ყველა იმ კონკრეტულ პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც წარმოების სწრაფ და დინამიურ განვითარებას აფერხებს. მათ შორისაა, საკანონმდებლო რეგულაციები, საბაჟო და საგადასახადო რეჟიმები, სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობის გამჭვირვალობის ხარისხი, საინვესტიციო კლიმატი, შრომის კოდექსი, შეღავათების და პრეფერენციების სისტემა.
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ყოველთვის მზად არის მონაწილეობა მიიღოს მსგავს აქტივობებში, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის და მთლიანად სამეწარმეო ბაზრის განვითარებას.
|