2013 წლის 16 მაისს ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართველოში, კერძოდ, თბილისი მერიოტში ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით „ხიდი აზიასა და ევროპას შორის: რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ .
კონფერენციამ თავი მოუყარა სამთავრობო წარმომადენლებს , ბიზნეს ლიდერებს, ტექნიკურ ექსპერტებსა და მეცნიერებს, რომლებიც ფოკუსირებულნი იყვნენ ეკონომიკური თანამშრომლობის მარეგულირებელ რეფორმაზე, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე, სტრატეგიულ შეფასებებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. გარდა ამისა, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს წარმომადგენლებმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან, კერძოდ სავაჭრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჯონ ანდერსონმა.
შპს რუსთავის ფოლადის დირექტორებიც ესწრებოდნენ აღნიშნულ კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავდა ცოდნის გაღრმავებას და განიხილავდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის სამომავლო პოტენციალს და მისი განვითარების საკითხებს.
შპს რუსთავის ფოლადის დირექტორის, ტომას ბლეიქის განცხადებით, კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების კუთხით. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს სავაჭრო და სატრანზიტო გზას შორის პოტენციალის გაზრდისთვის რიგი საკითხები,ის თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი აზიისა და ევროპელი პარტნიორების მეშვეობით სამხრეთ კავკასიაში ახალი აბრეშუმის გზის განვითარებას. ბ-ნი ბლეიქის განცხადებით კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს სხვადასხვა გზები და შესაძლებლობები რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობის, ტრანზიტული და საინვესტიციო გზების განვითარებას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიაში, რაც თავის მხრივ მაქსიმალურად გაზრდის რეგიონალურ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს აზიისა და ევროპის ეკონომიკის ინტეგრაციას.