En   Ge
2023 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავის მეტალურგიული ქარხანა შავი და ფერადი ლითონების ჯართის პირველ ყაზახურ კონფერენციაზე

 

13 ივნისს, ყაზახეთში, ქ. ასტანაში, მე-4 საერთაშორისო სამთო-მეტალურგიული კონგრესის ფარგლებში, ჩატარდა პირველი ყაზახური კონფერენცია შავი და ფერადი ლითონების ჯართის თემაზე. 1,000-ზე მეტი დელეგატი 20 სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდა კონფერენციას, მათ შორის იყვნენ: წარმომადგენლები ყაზახეთის სამთავრობო სექტორიდან, საერთაშორისო ექსპერტები და ლიდერი კომპანიები ჯართის გადამამუშავებელი სფეროდან. კონფერენციას ესწრებოდნენ წარმომადგენლები ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა: Mettaloinvest, Best Metal, Interpipe, Al-Zahraa For Steel and Metal, Recupyl,  Metkim Metal Makina Kimya San. Ve Dis Tic. EPK და მრავალი სხვა. მონაწილე კომპანიებს შორის იყო შპს „რუსთავის ფოლადიც“.

კონფერენციაზე ბაზრის ექსპერტებმა ისაუბრეს მსოფლიო მეტალურგიის განვითარების საკითხებზე:  განიხილეს თუ როგორი იქნება მოთხოვნა შავი და ფერადი ლითონის ჯართზე რუსეთსა და ყაზახეთში და კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს უკანასკნელი მარკეტინგული კვლევების შედეგები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა რაც ასევე აქტიურად განიხილეს კონფერენციაზე ეხებოდა თვითრეგულირებას ჯართის გადამუშავების სფეროში. ამ მიმართულებით, კონფერენციაში მონაწილე ყაზახეთისა და რუსეთის ჯართის ბაზრის მთავარმა მოთამაშეებმა განიხილეს ჯართით საწარმოების მომარაგების ყველა შესაძლო გზა და ასევე იმსჯელეს დამოუკიდებელი ჯართის გადამამუშავებელი კომპანიების მონაწილეობის შესაძლებლობაზე, საბაჟო კავშირის ტერიტორიაზე ჯართის გადამუშავების ახალი ინდუსტრიის შექმნაში, მას შემდეგ რაც შევა ძალაში საკანონმდებლო შესწორებები საწარმოო ნარჩენებისა და ნარჩენების მოხმარების შესახებ კანონში 2014 წელს და დამტკიცდება საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტი ნარჩენების მართვის სფეროში 2013 წელს.