En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავის მეტალურგიული ქარხნის განახლებული სამედიცინო ცენტრის პრეზენტაცია

 7 ოქტომბერს, იაპონიის ელჩმა, რუსთავის ფოლადის დირექტორმა და წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ერთობლივად გახსნეს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის განახლებული სამედიცინო ცენტრი.

გასული წლის დეკემბერში, იაპონიის მთავრობის მიერ „ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ ფარგლებში და წითელი ჯვრის ხელშეწყობით დაიწყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სამედიცინო ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ამბულატორიის ჩამოყალიბება. დღეს სამედიცინო ცენტრი სრულად არის აღჭურვილი ძვირადღირებული, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით რაც საშუალებას მისცემს პაციენტებს ჩაიტარონ დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები და მიიღონ კვალიფიციური პერსონალის სამედიცინო მომსახურება.

მსოფლიო სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად რუსთავის ფოლადმა სრულად გაარემონტა ქარხნის სამედიცინო ცენტრის  300 მ- ზე არსებული სტაციონარული განყოფილება სადაც პაციენტებისთვის მომზადდა დამატებით 6 ახალი პალატა რომელიც 20-მდე პაციენტს მიიღებს. სამედიცინო ცენტრშიამუშავდა ახალი რეანიმაციული განყოფილება რომელიც ასევე საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და აღიჭურვა.

სამედიცინო ცენტრის პრეზენტაციას ესწრებოდნენ შპს რუსთავის ფოლადის დირექტორი, იაპონიის ელჩი, წითელი ჯვრის და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.;