En   Ge
2021 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დაჯილდოვდა 2012 წლის საუკეთესო ქართული კომპანიების დაჯილდოებაზე

30 მაისს, ქორთიარდ მარიოტში“ მეთოთხმეტედ  გაიმართა საუკეთესო ქართული კომპანიების დაჯიდოების ცერემონია. ღონისძიება მედია ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმსის ორგანიზებით ჩატარდა,  ფინანსთა სამინისტროსთან, საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან, ბიზნეს ასოციაციასთან, ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან და ასევე საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია Gorbi–სთან ერთად.  ბიზნესრეიტინგის დაჯილდოების ცერემონიას ბიზნესსექტორთან ერთად მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2012 წლის საუკეთესო კომპანიებს შორის, გამარჯვებულად გამოვლინდა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და მიიღო ჯილდო ნომინაციაში „წარმატებული ეროვნული წარმოება - ეროვნული მრეწველობის სამჭედლო. საინვესტიციო მიმზიდველობა. მუდმივი ნოუ-ჰაუ და ინოვაციები. ახალი სამუშაო ადგილები. ეროვნული და ტრადიციული დარგის აღორძინება“. დინამიური და სტაბილური განვითარება.  ბიზნესრეიტინგის ორგანიზატორებმა სპეციალური ჯილდო და სერთიფიკატი გადასცეს ქარხნის დირექტორს ბ-ნ ფარუქ სიდიკს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანი ჯილდოა. დაგვასახელეს როგორც ეროვნული წარმოების სამჭედლო და ეს უკვე ძალიან საამაყოა ჩვენი ქარხნისთვის და ამავე დროს არის დიდი პასუხისმგებლობაც. 2011 წლიდან რუსთავის მეტალურგიული ქარნის მფლობელებმა და ახალმა მენეჯმენტმა მასშტაბური რეკონსტრუქციისა და განვითარების კურსი აიღო. ამ მიმართულებით თანმიმდევრულად ხორციელდება ქარხნის სისტემატური განახლება და გადაიარაღება, ინერგება ახალი ტექნოლოგიები. ქარხანა დღეს წარმატებით ფუნქციონირებს და  მრავალი სახეობის პროდუქციას აწარმოებს, რომელთა შორისაა: არმატურა, უნაკერო მილები, კვადრატული ნამზადი, თუჯის სხმულები, ლითონკონსტრუქციები, მექანიკური დეტალები, ფასონური სხმულები, გრანულირებული წიდა, სილიკომანგანუმი, კირი და კირქვა. ბოლო პერიოდში საგრძნობლად გავზარდეთ წარმოების მოცულობა, გავედით ახალ საექსპორტო ბაზრებზე. დღეს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ახორციელებს ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ს, რუსეთის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე, ასევე მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში. რუსთავის მეტალურგიოული ქარხნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გამოცდილი კადრების ხელშეწყობით ახალგაზრდა კადრების მომზადება. თანამშრომელთა რიცხვი ბოლო 1 წლის განმავლობაში 1700 თანამშრომლიდან 2040 თანამშრომლამდე გაიზარდა და წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად იგეგმება ახალი კადრების აყვანა.

დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს, ღონისძიების მხარდამჭერებს  და ბიზნესრეიტინგში მონაწილე ექსპერტებს. ყოველთვის მივესალმებით მსგავს დაჯიდლოებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის.