30 აპრილს, ქართული მეტალურგიის დღესთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება 1950 წლის აპრილში რუსთავის მეტალურგიული ქარხნის
მარტენის
საამქროში,პირველი ფოლადის 150 ტ. ნადნობის გამოშვებას, საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგიის ფაკულტეტის მე-4 კურსელები შეხვდნენ ქარხნის
ხელმძღვანელობას, მის თანამშრომლებს, რუსთავის მეტალურგიის ძველ და ახალ თაობას.
მეტალურგიული ფაკულტეტის სტუდენტებმა, ქარხნის თანამშრომლებთან
ერთად მოინახულეს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის
სხვადასხვა საამქროები. ფოლადსადნობ საამქროში დაესწრნენ ფოლადის დნობისა და კვადრატული
ნამზადის წარმოების პროცესს. 2011 წლიდან დღემდე საგრძნობლად გაიზარდა ფოლადის წარმოება,
2013 წელს ქარხნამა 100,000 ტონა ფოლადი გამოადნო, ხოლო წლის ბოლომდე 130,000 ტონა
ფოლადის ჩამოსხმა არის დაგეგმილი. სტუდენტებმა ასევე მოინახულეს სორტსაგლინი საამქრო
და გაეცნენ არმატურის წარმოების პროცესს.
მომავალი მეტალურგები ესტუმრნენ ქარხნის მილსაგლინავ
საამქროს სადაც მრავალწლიანი გაჩერების შემდეგ,
შესაძლებელი გახდა უნაკერო მილების წარმოების განახლება, რაც ქარხნის მომავალი განვითარებისთვის
აუცილებელი პირობაა. შარშან ქარხანამ აწარმოა 35,000 ტონა მილი, ხოლო წელს წარმოების მოცულობის 60,000 ტონამდე ზრდა არის
დაგეგმილი.