En   Ge
2021 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ვეტერან მეტალურგებს უმასპინძა

23 აპრილს, ქართული მეტალურგიის დღეს, რაც უკავშირდება 1950 წლის აპრილში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პირველი ფოლადის 150 ტ. ნადნობის გამოშვებას მარტენის საამქროში, ვეტერანი მეტალურგები შეიკრიბნენ და შეხვდნენ ქარხნის ხელმძღვანელობას, მის თანამშრომლებს, რუსთავის მეტალურგიის ახალ თაობას.

ვეტერანმა მეტალურგებმა, რომელთა უმეტესობას აქვს რუსთავის მეტალუირგიულ ქარხანაში მუშაობის 50 წელზე მეტი გამოცდილება, ქარხნის ახალგაზრდა მეტალურგებთან ერთად მოინახულეს ქარხნის სხვადასხვა საამქროები. ფოლადსადნობ საამქროში დაესწრნენ ფოლადის დნობისა და კვადრატული ნამზადის ჩამოსხმის პროცესს. ასევე მოინახულებენ სორტსაგლინი საამქრო და დაესწრნენ არმატურის წარმოების პროცესს.

განსაკუთრებული მოლოდინი იყო ქარხნის მილსაგლინავ საამქროში ვეტერანი მეტალურგების სტუმრობისას, რადგან მრავალწლიანი გაჩერების შემდეგ, შესაძლებელი გახდა ქარხნის მთავარი მამოძრავებელი საამქროს ამუშავება და უნაკერო მილების წარმოება, რაც ქარხნის მომავალი განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. შარშან ქარხანამ აწარმოა 8,000 ტონა მილი და წელს დაგეგმილია 40,000 ტონა უნაკერო მილის წარმოება, ხოლო მომავალ წელს წარმოების მოცულობის 100,00 ტონამდეა ზრდა არის დაგეგმილი. დღემდე მილსაგლინავი საამქროს მოდერნიზაციაში ჩაიდო 2 მილიონი აშშ დოლარი და უახლოეს მომავალში დაგეგმილია დამატებით 10 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

ქარხნის საამქროების მონახულების შემდეგ, რუსთავის ფოლადის დირექტორი ფარუქ სიდიკმა თითოეული ვეტერანი მეტალურგი ქარხნის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა და გადასცა მათ სამახსოვრო საჩუქრები.