25 მაისს, ქ გაბალაში, აზეიბაიჯანში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ერთობლივი ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ბიზნეს ფორუმზე განიხილეს სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ერთობლივი ეკონომიკური პროექტების და ბიზნეს პროეტქბის განხორციელების მნიშვნელობა. ფორუმს ესწრებოდა დაახლოებით სამასი ბიზნესმენი სამივე ქყვეყნიდან. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შორის, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იყო შპს „რუსთავი ფოლადის“ დირექტორი ტომას ბლეიკი.
თავის გამოსვლაში, მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ხედვასთან დაკავშირებით, რაც მიმართულია ინვესტივციების მოზიდვისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისაკენ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა გაემართა შეხვედრები სადაც განიხილეს ქვეყნებს შორის ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელების პერსპექტივები. პრიორიტეტულ პროექტებს შორის განიხილებოდა ბაქო-თბილისი-ბათუმი-ტრაბზონის გზის ინფრასტრუქტურის პროექტი. სამივე ქვეყნის მინისტრის ინიციატივით, სპეციალურად ამ პროექტის ეფექტურად განხორციელების მიზნით შეიქმნა კონსორციუმი რომელიც მოიზიდავს ინვესტიციებს აღნიშნული პროექტისთვის. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზის მშენებლობას და ამ მიმართულებითაც გამართეს შეხვედრები. „ეს უკანასკნელი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია და ის უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება , ვიდრე აქამდე მიმდინარეობდა“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„რეგიონალური გაერთიანება საქართველო-აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის. ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს მონაწილე ქვეყნების ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და ინვესტიციების მოზიდვას. ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები რომელიც განხილული იყო ბიზნეს ფორუმზე, რა თქმა უნდა დადებით შედეგს მოუტანს ჩვენს კომპანიას, შპს რუსთავის ფოლადს, იმისათვის რომ რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ განავითაროს წარმატებული ბიზნეს ურთიერთოებები აზერბაიჯანელ და თურქ ინვესტორებტან და პარტნიორებთან.“
ბიზნეს ფორუმის მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ რომ 2013 წელს ბიზნეს ფორუმი გაიმართება საქართველოში,
კერძოდ კი ბათუმში.
|