En   Ge
2023 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / სოციალურად დაუცველი მოსახლეობა მიიღებს უფასო სამედიცინო მომსახურებას რუსთავის სამედიცინო ცენტრში

 

2013 წლის 5 დეკემბერს იაპონიის ელჩის რეზიდენციაში  გაიმართა იაპონიის მთავრობის მიერ „ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ ფარგლებში დაფინანსებული „საქართველოს წითელი ჯვრის მიერ ქ. რუსთავში შპს „რუსთავის ფოლადის“ სამკურნალო ცენტრში სამედიცინო კლინიკის მოწყობის“ პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონია.

პროექტის მიზანია მოემსახუროს ყველაზე სოციალურად დაუცველ რუსთავის მცხოვრებლებს, რომ მიიღონ საბაზისო სამედიცინო დახმარება. წითელი ჯვრის ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შპს „რუსთავის ფოლადის“ სამკურნალო ცენტრის აღჭურვა ძვირადღირებული, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით, რომელიც მოემსახურება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში.

ფარუქ სიდიკი: შპს რუსთავის ფოლადის დირექტორი - „ძალიან მოხარულები ვართ რომ რუსთავის სამედიცინო ცენტრი მონაწილეობს აღნიშნულ პროექტში და ამ ფორმით ვზრუნავთ რუსთავის სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე რომელთაც საშუალება ექნებათ მიიღონ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და კონსულტაცია რუსთავის სამედიცინო ცენტრში.“

ნათია ლოლაძე: საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი - „პროექტი ითვალისწინებს საქართველოს წითელი ჯვრის მიერ ქალაქ რუსთავში რუსთავის ფოლადის სამედიცინო ცენტრის მოწყობას და სოციალურად დაუცველი რუსთავის მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას.“

ტოშიო კაიტანი: იაპონიის ელში საქართველოში - „ამ პროექტის მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია. იაპონიის და საქართველოს დამეგობრებას ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, მითუმეტეს როცა საქმე სამედიცინო დახმარებას ეხება. ვიმედოვნებ ამ სამედიცინო პროექტით ბევრი ადამიანი ისარგებლებს, ჯანმრთელობას გისურვებთ.“

მარიამ ჯაში: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - „ჩვენ შეიძლება განვიხილოთ ეს თანამშრომლობა, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი ღონისძიება. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.“